Saturday, July 21, 2018

21 -ე საუკუნის ახალგაზრდებისთვის სოციალური ქსელით ურთიერთობა ყველაზე კომფორტულია, ამიტომ Google Drive-ში სხვადასხვა ტესტებისა და სავარჯიშოების შედგენის ფორმების გაცნობა და Google-ს ჯგუფის შექმნამ მასწავლა ,რომ მოსწავლეებს ინტერნეტ სივრცის ამ შესაძლებლობის გამოყენებით ინტერესი კიდევ უფრო გაუღვივდებათ და შეიქმნება ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო გარემო,სადაც მათ ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილება ,სწავლის პროცესის მართვა და პროგრესის შეფასებაში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ.გონივრულად გამოყენებული ტექნოლოგიები კარგი საშუალებაა სწავლის მართვაში. მოსწავლეები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან შესაძლებლობებით, ინტერესებით,სწავლის სტილით,პიროვნული თვისებებით. ამ ტრენინგის მერე უკეთ გავაცნობიერე , თუ მუდმივად ვიმუშავებ ამ განსხვავების გამოვლენაზე ,გავითვალისწინებ მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭიროებებს, სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს და მიზნებს ყველა მოსწავლე მიაღწევს და ყველას ექნება შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები. Intel-ის სალექციო კურსში მოცემული ყველა დამხმარე რესურსი მაძლევს საშუალებას ,რომ ჩემს მიერ დაგეგმილი პროექტები იყოს უფრო დახვეწილი ,გამართული და მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული. მიუხედავად იმისა ,რომ ეს ტრენინგი დიდ შრომას , ენერგიას და დროს მოითხოვდა საინტერესო, შინაარსიანი და საქმიანი იყო.

No comments:

Post a Comment

პროექტის პორტფოლიო - ჯანსაღი გარემო მეტი ჟანგბადისათვის