Monday, July 16, 2018

ეს მოდული ეხებოდა მოსწავლეთა საჭიროებების შეფასებას, საავტორო უფლებებს, ციტირებული წყაროების შემცველი დოკუმენტების შექმნას. გავეცანით იმ ინტერნეტ-რესურსებს, რომლებიც ხელს უწყობს კვლევას, კომუნიკაციას, თანამშრომლობას და სხვადასხვა პრობლემების გადაჭრას. გამოვიყენეთ სხვადასხვა ვებ-საიტები პროექტების იდეების გაზიარებისათვის. გავიმეორეთ განვლილი მასალა,აღვიდგინეთ ნასწავლი, ვიცით რომ ყველა კლასშია მეტ-ნაკლებად სპეციალური საჭიროების მქომე მოსწავლეები,რომელთაც სჭირდებათ,საჭიროებიდან გამომდინარე დავალებები,პროექტის თემიდან გამომდინარე გავწერეთ ეს დავალებები ყველა დონის მოსწავლეებისთვის შევიტანეთ ჩვენს გეგმაში.ვიმუშავეთ გეგმაზე.შევავსეთ დარჩენილი გრაფები.აღვწერეთ პროექტის მიმდინარეობა.დავწერეთ დეტალურად რა საფეხურები გავიარეთ პროექტის მსვლელობის დროს.მნიშვნელოვანი იყო ასევე,ბლოგის გვერდების შექმნა.გაჯეტების მიბმა,ასევე ბლოგზე ახალი მისამართის მიბმა.იმედია ნასწავლი გამომადგება.ბოლოს გავაკეთეთ რეფლექსია.კმაყოფილი ვარ დრევანდელი დღით.

No comments:

Post a Comment

პროექტის პორტფოლიო - ჯანსაღი გარემო მეტი ჟანგბადისათვის