პროექტის პორტფოლიო - ჯანსაღი გარემო მეტი ჟანგბადისათვის
Sunday, July 22, 2018
Saturday, July 21, 2018
21 -ე საუკუნის ახალგაზრდებისთვის სოციალური ქსელით ურთიერთობა ყველაზე კომფორტულია, ამიტომ Google Drive-ში სხვადასხვა ტესტებისა და სავარჯიშოების შედგენის ფორმების გაცნობა და Google-ს ჯგუფის შექმნამ მასწავლა ,რომ მოსწავლეებს ინტერნეტ სივრცის ამ შესაძლებლობის გამოყენებით ინტერესი კიდევ უფრო გაუღვივდებათ და შეიქმნება ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო გარემო,სადაც მათ ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილება ,სწავლის პროცესის მართვა და პროგრესის შეფასებაში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ.გონივრულად გამოყენებული ტექნოლოგიები კარგი საშუალებაა სწავლის მართვაში.
მოსწავლეები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან შესაძლებლობებით, ინტერესებით,სწავლის სტილით,პიროვნული თვისებებით. ამ ტრენინგის მერე უკეთ გავაცნობიერე , თუ მუდმივად ვიმუშავებ ამ განსხვავების გამოვლენაზე ,გავითვალისწინებ მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭიროებებს, სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს და მიზნებს ყველა მოსწავლე მიაღწევს და ყველას ექნება შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები.
Intel-ის სალექციო კურსში მოცემული ყველა დამხმარე რესურსი მაძლევს საშუალებას ,რომ ჩემს მიერ დაგეგმილი პროექტები იყოს უფრო დახვეწილი ,გამართული და მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული.
მიუხედავად იმისა ,რომ ეს ტრენინგი დიდ შრომას , ენერგიას და დროს მოითხოვდა საინტერესო, შინაარსიანი და საქმიანი იყო.
Thursday, July 19, 2018
ამ მოდულში წარმოდგენილი იყო მასწავლებელი - როგორც ფასილიტატორი, თუ როგორ უნდა წაახალისოს და მხარი დაუჭიროს მასწავლებელმა მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარებისა და ამ უნარების გამოყენებისათვის საჭირო ჩვევების გამომუშავება-განვითარებას. ამისათვის მასწავლებელმა უნდა ჩადოს პროექტში დამხმარე მასალები და ფლობდეს მათი გამოყენების სტრატეგიებს.
Monday, July 16, 2018
ეს მოდული ეხებოდა მოსწავლეთა საჭიროებების შეფასებას, საავტორო უფლებებს, ციტირებული წყაროების შემცველი დოკუმენტების შექმნას. გავეცანით იმ ინტერნეტ-რესურსებს, რომლებიც ხელს უწყობს კვლევას, კომუნიკაციას, თანამშრომლობას და სხვადასხვა პრობლემების გადაჭრას. გამოვიყენეთ სხვადასხვა ვებ-საიტები პროექტების იდეების გაზიარებისათვის.
გავიმეორეთ განვლილი მასალა,აღვიდგინეთ ნასწავლი, ვიცით რომ ყველა კლასშია მეტ-ნაკლებად სპეციალური საჭიროების მქომე მოსწავლეები,რომელთაც სჭირდებათ,საჭიროებიდან გამომდინარე დავალებები,პროექტის თემიდან გამომდინარე გავწერეთ ეს დავალებები ყველა დონის მოსწავლეებისთვის შევიტანეთ ჩვენს გეგმაში.ვიმუშავეთ გეგმაზე.შევავსეთ დარჩენილი გრაფები.აღვწერეთ პროექტის მიმდინარეობა.დავწერეთ დეტალურად რა საფეხურები გავიარეთ პროექტის მსვლელობის დროს.მნიშვნელოვანი იყო ასევე,ბლოგის გვერდების შექმნა.გაჯეტების მიბმა,ასევე ბლოგზე ახალი მისამართის მიბმა.იმედია ნასწავლი გამომადგება.ბოლოს გავაკეთეთ რეფლექსია.კმაყოფილი ვარ დრევანდელი დღით.
Saturday, July 14, 2018
დღევანდელი დღის ტრენინგი მეტად საინტერესო და სააზროვნო იყო იმ კუთხით, რომ პროექტების მსვლელობის დროს როგორ მივაწოდოთ მოსწავლეებს უკუკავშირი.მე ეს აქტივობა იმაში დამეხმარება, რომ აქცენტი გავაკეთო მოსწავლის დადებით ფაქტორზე,მივუდგე ყველას კორექტულად, გამოვყო ყოველთვის დადებითი მხარეები. ჩემი აზრით უკუკავშირი უნდა იყოს კორექტული, ბუნებრივი.რა იყო მის ნამუშევარში კარგი და მიზნობრივი.აუცილებელი ფაქტორია რომ უკუკავში დავიწყო და დავასრულო პოზიტიოურით.
Friday, July 13, 2018
პროექტით სწავლება პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია,ამ დროს ვითარდება კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო უნარები. პროექტით სწავლება აქტიური და მიზანმიმართული სწავლის საშუალებას იძლევა. მასწავლებლები და მოსწავლეები ერთობლივად ფორმულირებულ თემას/საკითხს, პრობლემას მიმართავენ, რომლის დასამუშავებლად განავითარებენ გეგმას, მონაწილეობენ მის გადაჭრაში და ერთ საერთო პროდუქტს წარმოადგენენ.პროექტზე მუშაობა ნათელყოფს, რომ როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლეების წინაშე სრულიად ახალი ამოცანები დგება, რომელიც არსებითად განსხვავდება ტრადიციული გაკვეთილისგან. პროექტებზე მუშაობის პროცესი მოსწავლეს აყენებს აქტიური შემმეცნებლის როლში, რომელსაც წამოჭრილ პრობლემებთან გამკლავება უხდება.ამ პროცესში მოსწავლე აქტიურია, მიმართავს თვითგანათლებას, ეძებს საჭირო ინფორმაციას (წიგნებს, ელექტრონულ ინფორმაციას) და ა.შ. ამის შემდეგ მოსწავლე, აღჭურვილი ახალი ცოდნით, კვლავ უბრუნდება პრობლემას და ახერხებს მის გადაჭრას. ბოლოს მოსწავლე აფასებს საკუთარ თავს. თვითშეფასება მოსწავლის არსებითი უნარ-ჩვევაა, რომელიც მას ეფექტიან, დამოუკიდებელ სწავლაში ეხმარება.
Wednesday, July 11, 2018
დეტალური და ზუსტი შეფასება ეფექტური სწავლების აუცილებელი პირობაა.პროექტის გადეგმვის დროს აუცილებელი პირობაა გეგმის შედგენა.შეფასების გეგმა განსაზრვრავს პროექტის სასწავლო მიზნებთან შესაბამისობას.პროექტის დაგეგმვა დამეხმარება იმაში, რომ მოსწავლეეები აქტიურად იქნებიან ჩართულნი მიზნის შემუშავებაში, პროგრესის განხილვასა და მართვაში.პროექტის დასრულების შემდეგ კი -თვითსეფასების პროცესში.
Tuesday, July 10, 2018
ამ მოდულმა დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის დროს.პროექტებით სწავლება ხელს შეუწყობს მოსწავლეებს სიღრმისეულად შეისწავლონ მოცემული თემატიკა,მოახდინონ საპროექტო იდეების ორგანიზება.
ეს მოდული დამეხმარა ასევე,გამეანალიზებინა სტანდარტების , მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები გამომეყენებინა რამდენიმე თვალსაზრისით.
ეს მოდული დამეხმარა ასევე,გამეანალიზებინა სტანდარტების , მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები გამომეყენებინა რამდენიმე თვალსაზრისით.
Subscribe to:
Posts (Atom)
პროექტის პორტფოლიო - ჯანსაღი გარემო მეტი ჟანგბადისათვის
-
პროექტით სწავლება პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია, ამ დროს ვითარდება კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრ...
-
დღევანდელი დღის ტრენინგი მეტად საინტერესო და სააზროვნო იყო იმ კუთხით, რომ პროექტების მსვლელობის დროს როგორ მივაწოდოთ მოსწავლეებს უკუკავშირი...